მასწავლებლის ბლოგი
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი ხე“ სკოლის ეზოში ანუ ,,ჩემი ხე“ ბუნების სილამაზეა.
პროექტის მთავარი იდეა: სკოლის ეზოში დაირგოს თითოეული მოსწავლის სახელზე თითო ძირი ხე, სკოლის ეზოს გამწვანებისა და გალამაზების მიზნით.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა აქტივობა ბუნების გალამაზებასა და გაჯანსაღებაში.
პროექტის მიზნები: ბუნების სიყვარულის გაღვივება, მცენარეთა დაცვაზე ზრუნვა, ცოდნის გაღრმავება ბუნებრივ ხე–მცენარეებზე, ჯგუფებში ლიდერი მოსწავლის გამოყოფა და ცოდნის გაღრმავების მიზნით წვდომის უნარის ჩამოყალიბება, შრომის უნარის ჩამოყალიბება, მიღწეული შედეგებით თვითშეფასების უნარის ჩამოყალიბება.
მოსწავლეთა ასაკი: 9–10 წელი.
ვადების ხანგრძლივობა: სასწავლო წლის შემოდგომა –გაზაფხული.
მოსალოდნელი შედეგები: ხეების დარგვა სკოლის ეზოში, სკოლის ეზოს გალამაზება, მოსწავლეთა გახალისება.
საჭირო ძირითადი რესურსები: კვანტალიანის IV კლასის ბუნების სახელმძღვანელო, საბავშვო ენციკლობედია, კომპიუტირი, პროექტორი, სლაიდები, ეტიკეტები თითოეულ მცენარეზე მათი სახელწოდების შესაბამისი, დასარგავი ხე–მცენარეები ანუ ნერგები, ბარი, თოხი, მოსრწყავი საშუალება.
მსვლელობა: კლასს დავყოფ 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფიდან ბავშვები თავად გამოყოფენ ლიდერს ანუ პასუხისმგებელ მოსწავლეს. მივცემ მათ დავალებებს:
ა) ინტერნეტით მოიძიონ ინფორნაცია დასარგავი ნერგის შესახებ.
ბ) იზრუნონ ნერგების შეგროვებაზე.
გ) დასარგავი ნერგების ეტიკეტების დამზადება და თითოეულ მოსწავლეზე გაპიროვნება.
დ). ,,ჩემი ხე“– ს პრეზენტაცია, სათითაოდ მოძიებული მასალების მიხედვით /რამდენ წელს ცოცხლობს? როგორ და სად ხარობს? როგორ მრავლდება? რა სარგებლობა მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის? რა შეიცვლება ,,ჩემი ხის“ დარგვით სკოლის ეზოში? ,, ჩემი ხე“ ბუნების სილამაზეა?
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1. ბუნების სიყვარულის გაღვივება და მის დაცვაზე ზრუნვა.
2. ძიებისა და პოვნის უნარის განვითარება ინტერნეტის გამოყენებით.
3. შრომის უნარის გაღვივება.
4. ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. (როგორი თანმიმდევრობითა და სილამაზით დარგო მისი სახელობის ხე).
5. საკუთარი წვლილის გაღვივების უნარის ჩამოყალიბება ბუნების გაჯანსაღებასა და განვითარებაში.
6. მიღწეული შედეგით /მის მიერ დარგული ხის გახარებით/ თვითშეფასების უნარ–ჩვევის ჩამოყალიბება.
პროექტის ხელმძღვანელი: გ. ორაგველიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: goragvelidze13@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)